შემოსავლების სამსახური: დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერათ

ფოტო: Ezz Gaber
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერათ.
აქვე განვმარტავთ, რომ დაზარალებული მეწარმეების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში, მოხდება ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა.
ამასთან შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.
მეტი სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ:
- "დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ" — კალაძე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებზე
- "თბილისი ცენტრალი" დამწვარი ე.წ. "ბორჯომის ბაზრობის" რეკონსტრუქციისთვის მზაობას აცხადებს
- ლევან ხაბეიშვილი ბორჯომის ვაგზლის ხანძარში კახა კალაძეს და ილია წულაიას ადანაშაულებს
- თბილისის ვიცე-მერი დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა
- "იწვის თუ წვავენ?" — "ოცნების" მმართველობისას დამწვარი 5 ბაზრობა და გამოუძიებელი ხანძრები
- დამწვარი ე.წ. ბორჯომის ბაზრის მეიჯარე კომპანიის დირექტორი დაზარალებულებს შეხვდა
- "ჰელსიკორის" გენერალური დირექტორი: "პრობლემა შეექმნა ჩვენს ჟანგბადის ქარხანას, ამიტომ მოგვიწია პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში"
- ხანძრის გამო, დღეს, ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია - თოდუას კლინიკა განცხადებას ავრცელებს
- თბილისში ე.წ ვაგზლის ბაზრობაზე ხანძარია — მოვაჭრეები ცდილობენ, სასაწყობე ფართები დაცალონ
- ე.წ. ვაგზლის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია — ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები