მიხეილ ყაველაშვილი: არ ჩანს არაფერი მსგავსი, რომ [ჯაფარიძის დაკავება] პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ოცნების ხელისუფლების არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამოეხმაურა. მისი თქმით, "არ ჩანს არაფერი მსგავსი რომ [ჯაფარიძის დაკავება] პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სახელმწიფო ვალდებულია, რომ რეაგირება მოახდინოს'.
"ახლა ჯაფარიძე რასაც აკეთებს, რისთვის აკეთებს? აქამდე რატომ არ განახორციელა რამე ისეთი გრანდიოზული, რომ შეეწინააღმდეგა ამ ხელისუფლებას, რუსეთისკენ მიჰყავთო და რას აპირებს და როგორ აპირებს? გადახდით ან არ გადახდით განწყობა უნდა შექმნას, რომ, აი, რა მაგარი ბიჭია? რას აპირებენ და როგორ აპირებენ?
არ ჩანს არაფერი მსგავსი რომ [ჯაფარიძის დაკავება] პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სახელმწიფო ვალდებულება აქვს, რომ რეაგირება მოახდინოს. ეს არის და ეს. ეს რისთვისაა განპირობებული? რომ იყვირონ, რომ "ნახე, პოლიტიკოსი დააკავა და ნახე როგორი დესპოტია და ნახე, როგორ ექცევა პოლიტპატიმრებს" და თქვენ რომ მე კითხვა დამისვათ, რომ "როგორ აპირებთ ახლა ცხოვრებას, ან ურთიერთობას ევროკავშირთან? აგერ პოლიტპატიმრები გყავთ და იძახიან, რომ აქ პოლიტიკოსები დააკავეთ", — მიხეილ ყაველაშვილმა კოალიცია “ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე.
ყაველაშვილის თქმით, "კონსტიტუციას და კანონს ვერავინ ვერ აუვლის გვერდს".
"კონსტიტუციას და კანონს ვერავინ ვერ აუვლის გვერდს და თუ სახელმწიფო არსებობს როგორ გინდა? ევროპარლამენტარების გვთხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას.დემარშიც კი გააკეთეს 27 ქვეყნის ელჩმა. როგორ უნდა მომხდარიყო გათავისუფლება? როცა არსებობს სისხლის სამართლის დანაშაული, დაპატიმრებულია და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. დემოკრატიულ ქვეყანაში, რაზეც ისინი აპელირებენ, დემოკრატიულ ქვეყანაში, რაზეც ისინი აპელირებენ და ჩვენი იქ ყოფნა უნდათ, უნდა დავიცვათ ადამიანის უფლებები, სამართლიანობა, როგორ წარმოედგინათ, როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს აქტი. თუ ქვეყანა არის დემოკრატიული, სამართლიანი, კონსტიტუციაზე მორგებული, როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს საკითხი? …როცა გთხოვენ და მოგიწოდებენ, რომ ჩვენ ეს აქტი განვახორციელოთ, ქვეყნები რომლებიც ამ მნიშვნელოვან პრინციპებს იცავენ, როგორ და განხორციელდეს ეს ყველაფერი, როგორ შეურაცხყოფას გაყენებენ, როგორ არაფრად არ გთვლიან", — თქვა ყაველაშვილმა.
ზურაბ ჯაფარიძე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაწესებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო 22 მაისს დააკავეს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები