"ჩვენ უბრალოდ შოკირებულები ვართ" — თემურ თათარაშვილი ერეკლე გეწაძის მიერ რუსეთის დროშის შეურაცხყოფაზე

"მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ რუსეთის დროშის შეურაცხყოფა მდაბალი საქციელია, რომელსაც ქართველები მკაცრად გმობენ, — განუცხადა რუსულ მედიას ქართველმა მომღერალმა თემურ თათარაშვილმა.
"რა თქმა უნდა, ძალიან ულამაზო საქციელია. ქართველების უმეტესობა ჩემს აზრს იზიარებს. ჩვენ უბრალოდ შოკირებულები ვართ, რადგან დღეს ყველა ამ ვიდეოს აქვეყნებს, ამ პატარა ვიდეოს და ყველა აღშფოთებულია. ეს ძალიან მდაბალი საქციელია. [...] ჩემი აზრით, ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. ყველას უნდა ჰქონდეს გარკვეული პოზიცია. ზოგს მოსწონს, ზოგს არა მთავრობა ან ქვეყანა. მაგრამ ეს საქციელი უკვე ზედმეტია", — თქვა თათარაშვილმა.
რუსულ მედიასთან საუბრისას, მუსიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ ეს სიტუაცია გავლენას არ მოახდენს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ხალხებს შორის ურთიერთობებზე.
"ვფიქრობ, რომ ნორმალური ადამიანები ყველაფერს ისე იღებენ, როგორც უნდა იყოს. არანორმალური ადამიანები კი ყოველთვის განსხვავებულად მოიქცევიან", — ხაზგასმით აღნიშნა თათარაშვილმა.
მან თქვა, რომ ასეთი პროვოკაციები პერიოდულად ხდება, თუმცა არა ხშირად. არტისტის თქმით, ასეთ ადამიანებს ყურადღება არ უნდა მიექცეს.
"მოდით, ვიცხოვროთ მშვიდობით, ეს არის ის, რისი თქმაც მინდა. და იმედი მაქვს, რომ მშვიდობით ვიცხოვრებთ", — თქვა თათარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშის გამოყენებით პერფორმანსი წარმოადგინა, რასაც ტელეგრამ-არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებაზე სათანადო რეაგირებას მოახდენენ.
ამის შემდეგ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, საგამოძიებო კომიტეტს ქართველი მუსიკოსის, ერეკლე გეწაძის პერფორმანსის გამოძიება დაავალა.
ქართული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" მდივანმა მამუკა ფიფიამ განაცხადა, რომ მომღერალი გეწაძე, რომელმაც რუსეთის დროშა შეურაცხყო, ვერ შეძლებს ორი ქვეყნის ხალხების დაპირისპირებას და მისი საქციელი პროვოკაციაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ასეთ ადამიანებს ნებაყოფლობით-სავალდებულო საფუძველზე მოეპყრობა.
- სერგეი გავრილოვი ირაკლი კობახიძეს ერეკლე გეწაძის პერფორმანსის დაგმობას უწონებს
- სხვა ვერაფერი მოახერხეთ "ნაცურმა" ფლანგმა და ახლა ამ მდაბიო, ამაზრზენი პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ — მდინარაძე ერეკლე გეწაძის პერფორმანსზე
- რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დაგმო ერეკლე გეწაძის პერფორმანსი
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვადედამიწის ენერგიული დისბალანსი მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება — კვლევა დედამიწის ენერგიული დისბალანსი მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება — კვლევა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები