კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება. მისი თქმით, "ანტიამერიკულმა ქართული ოცნების რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა საკვანძო პოლიტიკური ფიგურა, ზურაბ ჯაფარიძე და ქმნის პრეცედენტს, რომ ყველა ოპოზიციონერი დააპატიმროს".

"ანტიამერიკულმა ქართული ოცნების რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა საკვანძო პოლიტიკური ფიგურა, ზურაბ ჯაფარიძე და ქმნის პრეცედენტს, რომ ყველა ოპოზიციონერი დააპატიმროს. მასიური ესკალაცია შემდგომი ნაბიჯია ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ქვეყნის ჩინეთისა და ირანისთვის გადაცემისთვის", — წერს კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე.

ზურაბ ჯაფარიძე წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაწესებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო 22 მაისს დააკავეს.