თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 8 სინდისის პატიმრის პროცესი უნდა დაიწყოს ჟურნალისტებს ფოტო და ვიდეოკამერებით არც დღეს უშვებენ. ამ წუთებში მედიის წარმომადგენელი ფოტორეპორტიორები და ოპერატორები სასამართლოს ეზოს გარეთ დგანან.

შენობაში დაუშვეს მხოლოდ ის კამერები, რომლებსაც მოსამართლემ პროცესის გადაღების ნებართვა მისცა. აქამდე ჟურნალისტებს, სხდომის გადაღების მოსამართლის მიერ გაცემული უფლება არ ჰქონდათ, ვიდეოკამერებით დერეფანში ყოფნა და გადაღება შეეძლოთ.

როგორც ადგილზე მყოფი NEWS.On.ge-ს ფოტორეპორტიორი ამბობს, მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც სასამართლოს შენობაში შევიდნენ ფოტოაპარატები და ვიდეოკამერები მისაღებში, სეიფებში დაატოვებინეს.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს გუშინ, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესზე, სადაც მედიის წარმომადგენლები კამერებით არ შეუშვეს.

NEWS.On.ge ცდილობს, ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურთან გადაამოწმოს.

განახლება:

ბოლო ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ვიდეო და ფოტორეპორტიორები სასამართლოს მისაღებში რეგისტრაციის შემდეგ შეუშვეს.