სხვა ვერაფერი მოახერხეთ "ნაცურმა" ფლანგმა და ახლა ამ მდაბიო, ამაზრზენი პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ, — ამის შესახებ ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ Tbilisi Open air-ზე მუსიკოს ერეკლე გეწაძის პერფორმანსზე კომენტირებისას თქვა.

"სხვა ვერაფერი მოახერხეთ „ნაცურმა“ ფლანგმა და ახლა ამ მდაბიო, ამაზრზენი პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ ეს არის მდაბიო პროვოკაცია, გახსოვთ, პუტინს რომ აგინებდნენ პირდაპირ ეთერში? მთავარია, მიზანი რა არის. შენ რომ გულწრფელ ემოციას გამოხატავდე, მესმის, მაგრამ, რეალურად ეს ემსახურება პროვოკაციას. სხვა ვერაფერი მოახერხეთ "ნაცურმა" ფლანგმა და ახლა ამ მდაბიო, ამაზრზენი პროვოკაციით ცდილობთ, რაღაც გამოიწვიოთ", — განაცხადა

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშის გამოყენებით პერფორმანსი წარმოადგინა, რასაც ტელეგრამ-არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებაზე სათანადო რეაგირებას მოახდენენ.

ამის შემდეგ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, საგამოძიებო კომიტეტს ქართველი მუსიკოსის, ერეკლე გეწაძის პერფორმანსის გამოძიება დაავალა.