"ქართული ოცნების" დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა აქტივისტებს შეურაცხყოფისთვის უჩივლა

აქტივისტი თათია აფრიამაშვილი წერს, რომ ქართული ოცნების დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა უჩივლა.
"დამირეკეს. მარიამ ლაშხმა გვიჩივლა 17 მაისის თემაზე. შეურაცხყოფა მიაყენე პარლამენტის წევრსო. შევხვდებით სასამართლოში", — წერს აქტივისტი სოციალურ ქსელში.
აფრიამაშვილის თქმით, ლაშხის საჩივარი 17 მაისს მომხდარს ეხება, როცა აქტივისტები, თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი ერთ-ერთ კაფეში მარიამ ლაშხს შეხვდნენ. აქტივისტებმა ვიდეომასალა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელეს. ვიდეოში ჩანს, რომ აქტივისტები ლაშხთან მიდიან და ამბობენ — "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს... ძირს რუსეთის მონები“.
შეგახსენებთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები