"გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან. ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს. მისი თქმით, "ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში".

"პოლიტიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები. მათ აქვთ პრობლემები, პასუხისმგებლობები, ვალდებულებები, რომელთა 99%-ის შესახებ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არაფერი ვიცით. გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან. ამის გამო ადამიანების დამუნათება არ არის სწორი. ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით. ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში", — წერს ზურაბ ჯაფარიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15:00-ზე ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. ჯაფარიძე აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო შეფარდებულ გირაოს არ გადაიხდის და ვარაუდობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად მასაც პატიმრობას შეუფარდებენ