"ქართული ოცნების" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო სამსახური მუშაობის ვადის გახანგრძლივებას 5 ივლისამდე ითხოვს

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო სამსახური მუშაობის ვადის გახანგრძლივებას 5 ივლისამდე ითხოვს — ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანმა ასევე დასძინა, რომ კომისიის მუშაობის გაგრძელების საჭიროება ამ მოთხოვნის შემდეგ "წესით" აღარ იქნება.
"გადავწყვიტეთ, რომ მივმართოთ პარლამენტის ბიუროს, რომ კიდევ ერთი თვით, 5 ივლისამდე გაგვიგრძელდეს ჩვენი უფლებამოსილების ვადა. წესით, თუ განსაკუთრებული წინაღობა არ შეგვეჩეხა გზაზე, რაც არ არის გამორიცხული, ამის იქით წესით არ უნდა დაგვჭირდეს, მაგრამ მერეზე მერე ვიმსჯელოთ," — თქვა წულუკიანმა.
დროებით საგამოძიებო კომისიას ვადა უკვე 5 მაისსაც გაუგრძელეს.
დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძე იკითხება. თეა წულუკიანმა მისი წარდგენისას თქვა, რომ ის ისტორიული ფრაზის "მიშა მოვდივარის" ავტორია და დასძინა, რომ თავის დროზე საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ამომრჩეველი იყო.
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სსს-ს გაუქმებას და დაზვერვის სამსახურის სუს-ის დაქვემდებარებაში გადასვლას მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სსს-ს გაუქმებას და დაზვერვის სამსახურის სუს-ის დაქვემდებარებაში გადასვლას მხარი დაუჭირა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები