"დღეს მე არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი, მაგრამ დღეს ძალიან მეცოდება" — სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ფორმულას" ეთერში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ შეიწყალა ექსპრეზიდენტი, ზურაბიშვილმა განმარტა, რომ "სამართლებრივი კონტექსტი ისე იყო შექმნილი, რომ შეწყალება-არშეწყალება არაფერს შეცვლიდა". მისივე თქმით, "დღეს მისი [სააკაშვილის] გამოშვების საკითხი არის მთლიანად მიბმული ამ რეჟიმის შეცვლასთან.
"ნანობს" ვერ იქნება, რადგან ამას შედეგი არ ექნებოდა. ეს კარგად უნდა გაიგოს ყველამ, სამართლებრივი კონტექსტი ისე იყო შექმნილი, რომ შეწყალება-არშეწყალება არაფერს შეცვლიდა. მეორე, მესამე საქმე იყო და გააგრძელებდნენ. არ გამოვიდოდა არცერთი დღით ციხიდან; მეორეა, ჩემი მორალური გადაწყვეტილება, რაზეც არ ვარ ვალდებული, რომ ახსნა-განმარტება გავაკეთო, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა ნახევარი ქვეყანა, ჩემი მორალური პოზიციიდან მისაღებია; მესამე, დღეს მე არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი, მაგრამ დღეს ძალიან მეცოდება, რადგან ეს გაუგებარი სიტუაციაა, რაც ხდება.
ადამიანურად ადრეც მეცოდებოდა და ვცდილობდი, ვიდრე მქონდა რაღაც ურთიერთობა არსებულ მთავრობასთან, დამერწმუნებინა ისინი, რომ როგორც პრეზიდენტს, სხვანაირად მოქცეოდნენ და სამაჯურით გაეყვანათ გარეთ, როგორც ხდება დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყნებში და არა ამ პროცესით. დღევანდელ დღეს მე არანაირი კავშირი და საუბარი არ მაქვს. ისიც უნდა ითქვას და გაიგონ, ვინც იცავენ სააკაშვილს, დღეს მისი გამოშვების საკითხი არის მთლიანად მიბმული ამ რეჟიმის შეცვლასთან. ყველაფერი, რაც კეთდება და აპირისპირებს ადამიანებს ოპოზიციაში, რაც ქმნის ისეთ საკითხებს, რაც ყველასთვის არ არის მისაღები, ასუსტებს ოპოზიციას, მთლიანად მუხტს, რომელიც ყველას გვინდა, რომ იყოს ერთიანი. უფრო გვაშორებს ერთიანი მიზნისგან, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს და სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული," — განაცხადა ზურაბიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. საქართველოს მე-3 პრეზიდენტს პატიმრობა სამ საქმეზე აქვს მისჯილი:
2018 წლის 6 იანვარს დაუსწრებლად მიუსაჯეს 3-წლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით; 2018 წლის ივნისში კვლავ დაუსწრებლად მიუსაჯეს 6-წლიანი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. 2025 წლის 12 მარტს- საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. პიჯაკების საქმე) 9-წლიანი პატიმრობა.
სააკაშვილს ბრალი წაყენებული აქვს ასევე "იმედის დარბევის" საქმეზე. ამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა.
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სსს-ს გაუქმებას და დაზვერვის სამსახურის სუს-ის დაქვემდებარებაში გადასვლას მხარი დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სსს-ს გაუქმებას და დაზვერვის სამსახურის სუს-ის დაქვემდებარებაში გადასვლას მხარი დაუჭირა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები