ბოლო ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ვიდეო და ფოტორეპორტიორები შეუშვეს.

როგორც ადგილზე მყოფი NEWS.On.ge-ს ფოტორეპორტიორი ამბობს, სასამართლოს მისაღებში რეგისტრაცია გაატარეს მედიის წარმომადგენლებს და ამის შემდეგ მისცეს შენობაში შევლის უფლება.

NEWS.On.ge საკითხის გასარკვევად სასამართლოს პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას, მაგრამ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ და არც ტექსტურ შეტყობინებაზე მიგვიღია პასუხი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 8 სინდისის პატიმრის პროცესი მიმდინარეობს, ჟურნალისტებს ფოტო და ვიდეოკამერებით დილიდან არ უშვებდნენ.

შენობაში დაუშვეს მხოლოდ ის კამერები, რომლებსაც მოსამართლემ პროცესის გადაღების ნებართვა მისცა. აქამდე ჟურნალისტებს, სხდომის გადაღების მოსამართლის მიერ გაცემული უფლება არ ჰქონდათ, ვიდეოკამერებით დერეფანში ყოფნა და გადაღება შეეძლოთ.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს გუშინ, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პროცესზე, სადაც მედიის წარმომადგენლები კამერებით არ შეუშვეს.