"საღოლ, გელა, მაგარი დაწყება გაქვს!" — ნიკა გვარამია გელა გელაძეს ნიკა მელიას დაკავებაზე

"ეს არ იყო ნიკა მელიას დაკავება. პირდაპირი ჩასაფრებით მოიტაცეს", — კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ნიკა მელიას დაკავების შესახებ ტვ პირველთან ისაუბრა.
მისი თქმით, "ხალხმა, რომელმაც თვითონ უნდა გადაიღოს დაკავების ოპერაცია რაც კი კადრები შეიქმნა მოგლეჯილი და წაღებული აქვთ, რათა არ იყოს კვალი".
"ეს არ იყო ნიკა მელიას დაკავება. პირდაპირი ჩასაფრებით მოიტაცეს. გამოვკითხე ისინი, ვინც ნიკასთან ერთად იყვნენ: ნიკა მიდიოდა გადაცემაში სტუმრად. ლისის ტბის ასახვევთან აჩერებს ერთი პატრულის მანქანა და ეუბნება, რომ მანქანის შუშის დაბურვაზე უნდა დაგაჯარიმოო, ამას ეუბნება მეორე მანქანას, ნიკას მანქანა არ არის დაბურული. მიუხედავად ამისა, მიდის წინა მანქანასთანაც, ფანჯარას ჩააწევინებს, ხედავს ნიკას და შემდეგ რაციით გადასცემს, რომ "ობიექტი აქ არის". უცებ მოდის 10-ზე მეტი მანქანა, 1 სამარშრუტო ტაქსი, ხალხი ასევ გამოდის ტყის პირიდან. ნიკას დაცვას არაფერი რომ არ დაენახა და არ ჩარეულიყო მანქანასთან აყუდებენ, აყუდებენ ყველას ნიკას გარდა. ნიკა გადმოჰყავთ და შეჰყავთ მარშუტკაში.
ყველა კამერა, რომელიც ორივე მანქანას ჰქონდა, მოგლიჯეს და თან წაიღეს. ხალხმა, რომელმაც თვითონ უნდა გადაიღოს დაკავების ოპერაცია რაც კი კადრები შეიქმნა მოგლეჯილი და წაღებული აქვთ, რათა არ იყოს კვალი. იყო 100-მდე ადამიანი, ყველა შავებში ჩაცმული. რეალურად, ეს იყო კრიმპოლის ოპერაცია.
საღოლ, გელა, მაგარი დაწყება გაქვს!", — აცხადებს გვარამია ტვ პირველის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია 29 მაისს, საღამოს, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს. ის დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცავი ორგანოს შეურაცხყოფისთვისაა დაკავებული.
ნიკა მელიას ქართული ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. მელიას სასამართლო დღეს, 30 მაისს, 14:00-ზეა ჩანიშნული. პოლიტიკოს გირაოს გადახდის ვადა 29 მაისს ამოეწურა. მანამდე ის აცხადებდა, რომ სასამართლოზე მისვლას არ აპირებდა.
ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ამ მუხლით ბრალდებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაკავებული არიან
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები