შალვა პაპუაშვილი დიპლომატებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის გამო აკრიტიკებს

ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ დიპლომატიური ეტიკეტის და სტანდარტის "ანი" და "ჰოეა", რომ ქვეყნის საშინაო საქმეებში არ ჩაერიონ.
"დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა. ეს არის დიპლომატიური ეტიკეტის და სტანდარტის ანი და ჰოე. ზოგიერთი დიპლომატი არის საქართველოში ელჩი თუ სხვა თანამშრომელი საელჩოში, რომელიც ჩვეულებრივ რიგით პოლიტიკოსადაა ქცეული, ქართველ პოლიტიკოსადაა ქცეული და პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს. თუ კი ამ ნაბიჯზე მიდიან და ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, მაშინ, მით უმეტეს აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს.
... ჩემი ფუნქციაა, ვამხილო და შევარცხვინო ის დიპლომატები, რომლებიც თავს ეძახიან ევროპელებს, რომელთაც მართლაც ევროკავშირის პასპორტი უდევთ ჯიბეში, მაგრამ არაფერი ევროპული ღირებულებისა მათ ამგვარ ქცევაში არ არის", — განაცხადა ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისთვის მიწერილ წერილზე საუბრისას განაცხადა, რომ "ახლა ვხედავთ არის ის, რომ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან საქართველოში ფინანსდება ზიზღი, ძალადობა და პროპაგანდა. ანუ, ფინანსდება ექსტრემიზმი".
"პასუხი ამ წერილზე [მის მიერ პაველ ჰერჩინსკისთვის გაგზავნილი] ჯერ არ მიმიღია, მაგრამ მთავარი სათქმელი რაც მაქვს მისთვის და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ელჩისთვის, დონორისთვის არის შემდეგი: ჩვენ რასაც ახლა ვხედავთ არის ის, რომ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან საქართველოში ფინანსდება ზიზღი, ძალადობა და პროპაგანდა. ანუ, ფინანსდება ექსტრემიზმი. ეს უკვე უშუალოდ ექსტრემიზმის ზღვარია. ვხედავთ, რომ საჯაროდ და ცინიკურად ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან და ხელშეწყობილი არიან ევროკავშირის თუ სხვა ზოგიერთი ელჩის მხრიდან, ღიად და საჯაროდ არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას, რაც არის ექსტრემიზმის პირდაპირ განსაზღვრება", — თქვა პაპუაშვილმა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები