ზურა გირჩი ჯაფარიძე: გირაოს არგადახდა იყო ჩემი პრინციპული პოზიცია, თუ ყველა პოლიტიკოსს დააკავებენ, არაფერი, გაჩნდებიან ახალი პოლიტიკოსები

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის და არ გამორიცხავს, რომ ამის გამო დაიჭირონ.
"გირაოს არგადახდა იყო ჩემი პრინციპული პოზიცია თავიდანვე. მე ვამბობდი, რომ ამ მასკარადში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ არის პარლამენტი, ეს კომისია არ არის კომისია და ნებისმიერი სისულელე, რაც არ უნდა დაგავალონ, არ უნდა გააკეთო.
რაც შეეხება იმას, რა შეიძლება მოხდეს თუ ყველა პოლიტიკოსს დააკავებენ, არაფერი, გაჩნდებიან ახალი პოლიტიკოსები. ყველა პოლიტიკოსია ვინც ახლა ქუჩაშია და ვინც იბრძვის. უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. უნდა გაგრძელდეს, პირველ რიგში, წინააღმდეგობა ქუჩიდან და რაც მეტი იქნება, მით უკეთესი", — აცხადებს ჯაფარიძე "ტვ პირველთან".
ზურა ჯაფარაძის სასამართლო პროცესი 22 მაისს, 14:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისთვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი 14 მაისს სასამართლო დარბაზში დააკავეს.
ამავე საქმეზე ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი) მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).
- დავით მათიკაშვილი: არ გადაიხდიან გირაოს? იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა გაიზიარა, ვინც არ გადაიხადა
- "ერთი ლარის გადამხდელი არ ვარ!" — კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურა ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინეს
- ზურა ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს
- თეა წულუკიანი: კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველა იმ პირს, ვისაც ჩვენ ახსნა-განმარტებისთვის ვიწვევთ სხდომაზე, რომ ჩვენ არ ვხუმრობთ!
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები