უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბი გაიხსნა

ვაკის რაიონში უნივერსიტეტისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა დასრულდა. გვირაბი თბილისის მერმა კახა კალაძემ ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გახსნა. ინფორმაციას მერია ავრცელებს.
ახალი გვირაბი იწყება უნივერსიტეტის ქუჩაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარედ და მიხეილ შავიშვილის ქუჩის გავლით, პეტრე ქავთარაძის ქუჩას უკავშირდება. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი თითოეული მიმართულებით.
დედაქალაქის მერმა ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის თანადგომით, ქალაქში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
"დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ. სამუშაოების პირველი ეტაპი იყო საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩასა და ბაგების დასახლებას ერთმანეთთან დააკავშირებდა. მეორე ეტაპი იყო გვირაბის მშენებლობა, რომელიც უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან იწყება და შავიშვილის ქუჩის გავლით, უკავშირდება ქავთარაძის ქუჩას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტში იღებდა მონაწილეობას — სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს; ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ სამუშაოებს; ვინც დააპროექტა და ა.შ. მომავალში კიდევ ბევრი სამუშაო, ახალი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამწვანებული და ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, ცხადია, ჯერ კიდევ გვაქვს გამოწვევები, მაგრამ მათ არ ვუშინდებით — ძალიან დიდი მხარდაჭერაა გუნდის მხრიდან, რომ ჩატარდეს ისეთი სამუშაოები, რაც ქალაქს უკეთესობისკენ შეცვლის", — განაცხადა კახა კალაძემ.
ქალაქის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, ასევე, დამონტაჟდა გარე და გვირაბის შიდა განათების თანამედროვე LED სისტემა. უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გვირაბის მიმდებარედ აშენდა ფერდის დამცავი რკინაბეტონის კედლები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა მიხეილ შავიშვილის ქუჩაზეც, რომელიც სრულად რეაბილიტირდა. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები. ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა, განახლდა გზის საფარი, მოეწყო ტროტუარი, საპარკინგე სივრცეები და საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, დამონტაჟდა შუქნიშნები, საგზაო ნიშნები და დაიხაზა გზის სავალი ნაწილი. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
გვირაბის მშენებლობა და შავიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარით დაფინანსდა. პროექტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარების დინამიკას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს, — ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები