საქსტატი: 2025 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 10 800-ით გაიზარდა

საქართველოში 2025 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 14.7 პროცენტი შეადგინა, — ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველ სამ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხვი 5.3 ათასი კაცით (0.6%) გაიზარდა და 958.3 ათასს მიაღწია. ამავე პერიოდში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 13.5 ათასით (3.0%) შემცირდა და 434.7 ათასი შეადგინა. შედეგად, უმუშევართა რიცხვი 10.8 ათასით (4.7%) გაიზარდა და 239.4 ათასს შეადგინა.

ფოტო: საქსტატი
საქსტატის ცნობით, 2025 წელსაც უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.
გენდერულ ჭრილში, 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ფოტო: საქსტატ
"უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის
I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 0.5
პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი ქალებში, ხოლო კაცებში — 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.6 პროცენტს და 17.0 პროცენტს შეადგენს,"

ფოტო: საქსტა
რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მათი რიცხვი 2025 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 68.8 პროცენტი შეადგენს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები