პარტია გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში თქვა, რომ "ამ ქვეყნის საარჩევნო გეოგრაფიაში არსებობს ორი სახის დეგენერატი": სოციალურად დაუცველი და "ჯენზიკი", რომელიც "150-ე დღეა რუსთაველს კეტავს, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში არც კი აინტერესებს, რომ ატყუებს ყველა".

"ამ ქვეყნის საარჩევნო გეოგრაფიაში არსებობს ორი სახის დეგენერატი. პირველი სახის დეგენერატი არის სოციალურად დაუცველი, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერია დღევანდელი ცხოვრებით და ხმას ქოცებს აძლევს და მეორე სახის დეგენერატი არის "ჯენზიკი", რომელიც 150-ე დღეა რუსთაველს კეტავს, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში არც კი აინტერესებს, რომ ატყუებს ყველა — "4", "5", "9", "25"-ით დაწყებული და დამთავრებული ტელევიზიებით. ამას დამატებული ის, რომ აზრადაც კი არ მოსდის, რომ ჩამოაყალიბოს მოთხოვნა. ერთ დღეს ერთს ითხოვს, მეორე დღეს — მეორეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ განათლებით დაკავდეს. მართლა.. აქცია გაიფილტრა და მე არ ვიძახი დაკავებულების ოჯახის წევრებით, რომლებიც უბრალოდ გამწარებულები არიან. ...მე არ ვიძახი გამონაკლისებზე. გამონაკლისებზე გითხარით ოჯახის წევრები და სხვა გამწარებულები, მაგრამ 150-ე დღეს გაიფილტრა დეგენერატებით და საბოლოო ჯამში მივიღეთ პროტესტის ნაცვლად, რომელიც თავიდან დაიწყო, ადგილი, სადაც ნორმალური ადამიანები არ მიდიან, რადგან იქ მყოფი აქტივისტები აფრთხობენ.

...რუსთაველზე ახლა არსებულ ხალხში, აქტივისტებში საღი აზრის პოვნას, სჯობს ბაზარში მიხვიდეთ და იქ იპოვოთ საღი აზრი. იმიტომ, რომ იქ საღი აზრი არ არის გაფილტრული, პირიქით. ამდენი ხის განმავლობაში იქ შეიკრიბა ხალხი, რომელმაც არც კი იცის რისთვის არის იქ", — თქვა იაგო ხვიჩიამ "ფორმულას" ეთერში.