ეს არის ქმედებები და ნაბიჯები არასწორი მიმართულებით — ანიტა ჰიპერი საქართველოში NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გაუქმებაზე

ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა საქართველოში NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გაუქმების გადაწყვეტილებაზე IPN-თან ისაუბრა.
მისი თქმით, ცენტრის დახურვა ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზნით მიღებულ სხვა ზომებს. ანიტა ჰიპერმა ასევე აღნიშნა, რომ NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტს წარმოადგენდა. მისივე თქმით, ეს არის ქმედებები და ნაბიჯები არასწორი მიმართულებით.
"ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს ხელისუფლების განზრახვას დახუროს NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი და ცენტრის ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცეს. წარსულში ცენტრი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტს წარმოადგენდა.
ასევე აღვნიშნავთ, რომ [ცენტრის] გამოცხადებული დახურვა ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ურთიერთობის შეზღუდვის მიზნით მიღებულ სხვა ზომებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდინარე რეორგანიზაციას და მისი მრავალი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ეს არის ქმედებები და ნაბიჯები არასწორი მიმართულებით. ევროკავშირი გააგრძელებს ზომების გამოყენებას — პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას, საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი დახმარების შეწყვეტას, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე ქართველი დიპლომატების, თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას — და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას," — განაცხადა ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საგარეო უწყების ცენტრალური აპარატის დაქვემდებარებაში გადადის.
- 1-ლი ივლისიდან დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი უქმდება
- NATO-ს ოფიციალური პირი: "შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით
- მთავრობის ადმინისტრაციას NATO-ს სამიტზე მოსაწვევი არ მიუღია
- NATO განმარტავს, რატომ აღარ არის წლიურ ანგარიშში ჩანაწერი ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები