გედევან ფოფხაძე

29 Jun. 2025, 12:46

"პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ რეალურად არ დავინახავთ ამ პროტესტის მიმართ საზოგადოების და რეჟიმის დამოკიდებულებას. ჩვენ ვაპროტესტებთ რეალობას, რომელიც შეიქმნა, მაგრამ იმის ილუზია არ გვაქვს, რომ რეჟიმი ადგება და უცებ გაკეთილშობილდება იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა შიმშილობა გამოაცხადა. ამ ფორმით რეჟიმის ქმედებების გაპროტესტება ერთგვარად ქმნის პოლიტიკური სპექტრისთვის და საზოგადოებისთვის დამოკიდებულების სტანდარტს, რაც ხდება. ქვეყანა უბედურებისკენ მიდის. ჩვენ ამ რეალობას მაყურებლის როლში არ უნდა შევხვდეთ. ქართულ ხასიათში არის ტანკებთან დახვედრა ლაღად, სალაღობოს სიმღერით. თუ რეჟიმი რაღაც გარდაუვალი მოცემულობაა, შეუპოვარი და დაუმორჩილებელი დამოკიდებულებით უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ერთიანი და შეკრული იქნება. ოპოზიციური სპექტრი დაუპირისპირდება ამ გამოწვევებს, რაც დღეს არის რუსული რეჟიმის მხრიდან.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე თავს ნორმალურად ვგრძნობ. ელენეს ჯანმრთელობის პრობლემები ისედაც აქვს, გუშინ მაღალი წნევა ჰქონდა. არ მგონია, რაიმე საფუძველი იყოს იმის, რომ ამის გამო შევწყვიტოთ აქცია. თუ აქციის შეწყვეტა მოგვიწევს, ალბათ, იმ ფონზე, რომ რაღაც უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დაიწყება რეჟიმის დასამთავრებლად".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აზერბაიჯანი რუსულ სკოლების დახურვას გეგმავს
  2. ნორვეგია პოლონეთში F-35 ტიპის გამანადგურებლებს გააგზავნის
  3. პირდაპირი ჩართვის გათიშვის შემთხვევაში, წულუკიანი გახარიას მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნით ემუქრება
  4. გურო იმნაძის თქმით, ნარკოპოლიტიკაში შეტანილი ცვლილებები ხალხის კონტროლზეა მორგებული
  5. "ოცნების" პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ივანე მაჭავარიანი დღეს, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოიკითხება

დღეს საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით…

OSZAR »