ახალ ჯეიმს ბონდს დენი ვილნევი გადაიღებს — ბონდიანას სამომავლო გეგმები

ფოტო: CNN
ცოტა ხნის წინ Amazon MGM სტუდიამ გამოაცხადა, რომ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმს ფრანგი-კანადელი რეჟისორი დენი ვილნევი გადაიღებს
ბევრი ჭორი ვრცელდებოდა აგენტ 007-ის მომავალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მას შედმეგ, რაც თებერვალში ბონდის სტაჟიანმა პროდიუსერებმა (ბარბარა ბროკოლი, მაიკლ ვილსონი) პროექტი დატოვეს და შემოქმედებითი სადავეები ამაზონს გადაულოცეს.
ვილნევმა, რომელსაც აქამდე უკვე უმუშავია ისეთ ბლოკბასტერებზე როგორებიც არის: დანის პირზე მორბენალი, დიუნი, ჩამოსვლა და ა.შ, განაცხადა, რომ ბავშვობიდანვე ბონდის ერთგული გულშემატკივარია. მისი თქმით, ის არ უღალატებს ფრენჩაიზის ტრადიციულ სტილს და გადაიღებს ისეთ ფილმს როგორიც ბონდს შეეფერება.
რას შემატებს ვილნევი ბონდიანას?

დენი ვილნევი ხავიერ ბარდემთან ერთად Dune 2-ის გადასაღებ მოედანზე
ფოტო: Chia Bella James/Warner Bros
ვილნევმა, რომელიც ასევე ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება, თქვა, რომ ის გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას, თუმცა ასევე მოუთმენლად ელის ამ გამოწვევას.
"ბონდის ფილმებს ბავშვობიდან ვუყურებდი მამასთან ერთად, მათზე გავიზარდე, მას შემდეგ, რაც შონ კონერის ექიმი ნოუ გამოჩნდა ეკრანებზე. მე ბონდის თავგადაკლული ფანი ვარ. ის ჩემთვის ძალიან საკრალური რამ არის".
Amazon MGM სტუდიის გენერალურმა დირექტორმა, მაიკ ჰოპკინსმა ვილნევი კინოს ოსტატად შერაცხა და ხაზი გაუსვა ამბის თხრობის მის უნიკალურ უნარს, რომელიც ერთდროულად მასშტაბურიცაა და განმაცვიფრებელიც.
"მსურს რომ ფრენჩაიზის ტრადიციულ სტილს პატივი ვცე და ამავდროულად კარი გავუღო ბევრ ახალ მისიას".
ვილნევის ფილმები ცნობილია დახვეწილი ვიზუალებითა და კომპლექსურ პერსონაჟებზე კონცენტრირებული სიუჟეტებით. მისი პერსონაჟები მარტოსულები, ემოციურად გაუცხოებული გმირები არიან, რომლებიც ხშირად დგანან მორალური დილემის ან იდენტობის კრიზისის წინაშე. რაც მიანიშნებს იმაზე რომ ვილნევის ფილმს უფრო მეტი საერთო ექნება კრეიგის მძაფრ ბონდთან ვიდრე როჯერ მურის სახალისო, ლაღ 007-თან.
ვილნევმა მოახერხა მოეპოვებინა კრიტიკოსთა აღიარება ფილმებისთვის: სიკარიო, ტყვეები და ხანძარი. მისმა 2016 წლის ფანტასტიკამ, ჩამოსვლამ მას საუკეთესო რეჟისორობისთვის პირველი ნომინაცია მოუპოვა ოსკარზე.
ვის და როდისთვის უნდა ველოდეთ ახალ ბონდს?

ბონდიანა
ფოტო: nfi
ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, როდის დაიწყება გადაღება ან როდის გამოვა ფილმი. ვილნევს საკმაოდ ბევრი პროექტი აქვს დაგროვილი: დიუნის მესამე ნაწილი, ბირთვული ომი, კლეოპატრას ახალი ვერსია და შეხვედრები რამასთან. თუმცა ცხადია მთელი გადამღები ჯგუფისთვის ჯერ მთავარი ამოცანა ახალი ბონდის არჩევა და სცენარზე მუშაობაა.
007 ის როლზე მთავარ ფავორიტებად ითვლებიან: აარონ-ტეილორ ჯონსონი და ჯეიმს ნორტონი, თუმცა საუბარი არის ასევე ირლანდიელ მსახიობ პოლ მესკალზეც.
ჯეიმს ბონდის საერთაშორისო ფან-კლუბის წარმომადგენელის (აჯა ჩაუდური) აზრით, ბონდის ახალი მსახიობის ცნობადობა საშუალო ზღვარზე უნდა იყოს. მისი სასურველი კანდიდატები როლზე კი არიან: კალუმ ტერნერი, ჯეკ ლოუდენი და ჯო ალვინი.
"ახალი 007 ახალგაზრდა და ამბიციური უნდა იყოს, რათა შეძლოს და შემდეგი დეკადის განმავლობაში სათავეში ჩაუდგეს ფრენჩაიზს", — თქვა ჩაუდურიმ და დასძინა — "დენიელ კრეიგის შემდეგ ბონდიანას გემის მესაჭეობა ნამდვილი არავისთვის იქნება მარტივი"
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
კომენტარები