ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი, 70 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა. მან ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.
2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. ეს ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა.
გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიამ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ “მალე დაბრუნდება და ჩაეხუტება ყვeლას”.
"მარტივი არ არის იმ ემოციების გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. მაგრამ ფაქტია — ვოლკანოვსკი, ჰოლოუეი და ოლივეირა დავამარცხე, მათ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა ვერ დაასრულეს. ამით ძალიან ვამაყობ.
ჩემ გარშემო ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამას შევძლებდი. ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და რა შემიძლია. შეიძლება, ამპარტავნად მიმიჩნევენ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით — დღეს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ.
ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა ემოციურად ცოტა უფრო რთული იყო — ის მართლა კარგი ადამიანია.
რაც შეეხება ჩემს ყველაზე დასამახსოვრებელ გამარჯვებებს, პირველ ადგილს ვოლკანოვსკისთან ნოკაუტს მივანიჭებდი, მერე მოდის ჰოლოუეი და ბოლოს — ოლივეირა.
უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის, იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები და ჩაგეხუტებით ყველას", — განაცხადა თოფურიამ (კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები