ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის დახურვას მხარი დაუჭირა

ფოტო: REUTERS/Hamad I Mohammed
ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის — მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობის ტრანსპორტირების გზის დახურვას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Newsweek ავრცელებს.
თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება, აშშ-ს მიერ ირანზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, საპასუხო ქმედებების შესახებ ქვეყნის უმაღლესმა ეროვნულმა უსაფრთხოების საბჭომ და სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენემა უნდა მიიღონ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს მხოლოდ რეკომენდაციას.
"პარლამენტი მიიჩნევს, რომ ჰორმუზის სრუტე უნდა დაიხუროს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ეკუთვნის უმაღლეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს," —განაცხადა ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაურმა ისმაილ ქოვსარიმ, რომელიც პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის წევრია, როგორც ამას Al Arabiya და Jerusalem Post იუწყებიან.
ხმის მიცემა კვირას, მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-მა ჩაატარა ოპერაცია "შუაღამის ურო" (Midnight Hammer), რომლის ფარგლებშიც შვიდმა B2 ტიპის ბომბდამშენმა ირანში ორი ბირთვული ობიექტი, მათ შორის ფორდო, 14 ერთეული ბომბით დაბომბა. მესამე ობიექტზე შეტევა წყალქვეშა ნავიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტით განხორციელდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამიზნეები ამერიკული ოპერაციის შედეგად განადგურდა, რომელიც 125 ერთეულ თვითმფრინავს მოიცავდა და შეტავა სულ რაღაც 25 წუთი გაგრძელდა. თუმცა, გენერალმა დენ ქეინმა, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ ზიანის სრულ შეფასებას გარკვეული დრო დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ბომბები აქამდე რეალურ საბრძოლო სიტუაციაში არასოდეს გამოყენებულა.
- აშშ-მა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა — რა კომენტარებს აკეთებენ ტრამპი და ნეთანიაჰუ
- BBC: ირანმა ისრაელის ბენ-გურიონის აეროპორტი დაბომბა
- კაია კალასი: ირანს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განავითაროს ბირთვული იარაღი
- კირ სტარმერი: ირანს მოვუწოდებთ, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას
- ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად, ისრაელში 16 ადამიანი დაშავდა
- გაეროს გენერალური მდივანი: შტატების წევრებს მოვუწოდებ, მოახდინონ დეესკალაცია
- ურსულა ფონ დერ ლაიენი: ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები