ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე რადიაციის დონე არ გაზრდილა

ფოტო: Reuters
ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ, ფონური რადიაციის ზრდა არ დაფიქსირებულა, — ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სოციალურ მედიაში იტყობინება.
"ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე — მათ შორის ფორდოუზე, თავდასხმების შემდეგ, ატომურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ამ დროისთვის ატომური ობიექტის გარეთ რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.
ატომური სააგენტო ირანში არსებული სიტუაციის შესახებ დამატებით შეფასებებს გამოაქვეყნებს, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი", – ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე: ფორდოუზე, ნატანზსა და ისპაჰანზე თავდასხმა განახორციელეს. მისი თქმით, ამერიკულმა ბომბდამშენებმა ფორდოუს მთავარ ობიექტზე ბომბების სრული ნაკრები ჩამოაგდეს.
მანამდე, 13 ივნისის ღამეს, როდესაც ისრაელმა ოპერაცია „ლომის აღზევება“ გამოაცხადა, ირანის ბირთვული პროგრამის მნიშვნელოვან ობიექტზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია იმით ახსნა, რომ თეირანი, დაზვერვის ინფორმაციით, ბირთვული იარაღის შექმნის "უკან დაბრუნების წერტილს" მიუახლოვდა. პირველი დარტყმებიდან მალევე, თეირანმა აცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, რომ ისრაელის დარტყმების შემდეგ ნატანზის ბირთვულ ობიექტში რადიაციის დონე არ გაზრდილა.
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები