თინა ბოკუჩავა: "მოუწოდეთ თქვენს მთავრობებს, დაუწესონ სანქციები ივანიშვილს და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს"

"მოგიწოდებთ თქვენ, როგორც კანონმდებლებს, მოუწოდოთ თქვენს მთავრობებს, დაუწესონ სანქციები ივანიშვილს და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს, რადგან ეს გარედან ზეწოლის ერთადერთი გზა არის" — ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ევროსაბჭოს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ "გამოინახება გზა ვეტოს გადასალახად და სანქციების დასაწესებლად"
"ბოლოს აქ გახლდით საქართველოს დემოკრატიული ძალების დელეგაციასთან ერთად, სადაც ასევე იყვნენ ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, დღეს ორივე მათგანი გისოსებს მიღმაა. მათ რამდენიმე დღის წინ პატიმრობა მხოლოდ იმ მიზეზით მიუსაჯეს, რომ უარი თქვეს მისულიყვნენ დე-ფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის კომისიაზე, რომლის ერთადერთი მიზანიც დემოკრატიული ოპოზიციის სრული განადგურებაა. ამ კვირაში დააპატიმრეს კიდევ ორი პოლიტიკური ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ჩასვეს ციხეში. ჩემი პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 3 წელიწადზე მეტია, პატიმრობაშია. არ ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგ სხდომაზე მე ვიქნები თავისუფალი და შევძლებ თქვენთან შეხვედრას. ჩვენ გვყავს ქალი პოლიტიკური პატიმრები - ჟურნალისტი, მასწავლებელი და სხვა ქალი აქტივისტები. ქართული ოცნება იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტს ჩემი, როგორც ოპოზიციური ხმის, დასაშინებლად და გასაჩუმებლად. ორი კვირის წინ, ჩემი ქმარი ძალადობრივად გაიტაცეს 10 საათის განმავლობაში და შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ. ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ საქართველოს ბელარუსიზაციაზე და სწორედ ეს არის, რასაც დღეს საქართველოში ვხედავთ. თითქმის ყველა პოლიტიკურ ლიდერს ციხეში ვხედავთ, ვხედავთ დრაკონულ კანონებს, რომლებიც მიმართულია თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე, ვხედავთ მასობრივ რეპრესიებს და წამებას. ჩვენ გვესმის, რომ ამ ასამბლეას არ შეუძლია პერსონალური სანქციების დაწესება, მაგრამ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა, რომლის გადაწყვეტილების ბლოკირება ხდება ამ საკითხზე ორი წევრი სახელმწიფოს მიერ. თუმცა, ევროკავშირის ლიდერებს ესმით, რომ ახლა მოქმედების დროა და მათი გადაწყვეტილებების საბოტირება არ უნდა ხდებოდეს ერთი ან ორი წევრის მიერ, რომლებიც ცდილობენ რუსული მარიონეტული რეჟიმის დაცვას საქართველოში. ამიტომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოინახება გზა ამ ვეტოს გადასალახად და სანქციების დასაწესებლად. ასევე, მოგიწოდებთ თქვენ, როგორც კანონმდებლებს, მოუწოდოთ თქვენს მთავრობებს, დაუწესონ სანქციები ივანიშვილს და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს, რადგან ეს არის გარედან ზეწოლის ერთადერთი გზა. ჩვენი პრინციპული პოზიციებით, განცხადებებით, ჩართულობით და პოლიტიკური პატიმრებისა და დემონსტრანტების მიმართ მტკიცე მხარდაჭერით უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს — მათი პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა დაივიწყეს საქართველო და თვალს ხუჭავენ საქართველოში ავტორიტარიზმის ზრდაზე, მცდარია", — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდნენ. ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ამავე კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით, ხოლო კოალიცია ლელო — ძლიერი საქართველოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-8 თვით პატიმრობა შეეფარდათ. ასევე, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ციხეში არიან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები — ნიკა გვარამია და ნიკა მელია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.
ასევე იხილეთ:
- ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე დააკავეს
- ბადრი ჯაფარიძე: "ივანიშვილის სასოწარკვეთის გამოხატულებაა, რაც სასამართლომ გაახმოვანა — პასუხი არის ერთიანობა"
- წულუკიანის კომისია გიორგი გახარიას გამოკითხვაზე მისასვლელად 2 ივლისამდე აძლევს ვადას
- სტივენ დაუთი: ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის გაჩუმება და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი
- გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს — მას ხელბორკილი პარტიის ოფისში დაადეს
- გიორგი ვაშაძე: "ჩვენ გამარჯვებას მივაღწევთ, მთავარია, ვიყოთ ერთიანები"
- ირაკლი ოქრუაშვილს ახალი ბრალი 2 წლის წინანდელ, სამეზობლოში ჩხუბის საქმეზე წარუდგინეს
- მოსამართლეთა ხელფასები 2-ჯერ და მეტჯერ, ₾14 600-მდე იზრდება — რა იცვლება "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში?
- გიორგი ვაშაძე: მივმართავ ბიძინა ივანიშვილს — შენ ხარ ამ ქვეყნის მტერი, მთელი ქვეყანა გინდა ციხეში გამოკეტო, მაგრამ არ გაგივა
- საია: "ადგილი აქვს ავი განზრახვით სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ"
- სახდეპი: შეშფოთებულები ვართ ოპოზიციონერების დაკავებითა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებით
- "ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვასაც" — სტივენ დაუთი საქართველოში ოპოზიციონერების დაკავებაზე
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები