გიორგი ჭოლაძე აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციაზე სპეც-საშუალებების გამოყენების გადაწყვეტილება გახარიამ მამუკა ბახტაძისგან დამოუკიდებლად მიიღო

"გახარიას პასუხი მამუკა ბახტაძესთან დაძაბული საუბრის შემდეგ იყო: "მე არაფერ შუაში ვარ, სიტუაცია დაიძაბა და ადგილზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება," — ამის შესახებ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე წულუკიანის კომისიაში დაბარებულმა გიორგი ჭოლაძემ განაცხადა. ცნობისათვის, ის 2019 წელს იმდროინდელი პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის აპარატის უფროსი იყო.
ჭოლაძის თქმით, მამუკა ბახტაძე აქციის დასარბევად სპეც-საშუალებების გამოყენების წინააღმდეგი იყო.
"ბახტაძის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ არ უნდა გამოყენებულიყო სპეც-საშუალებები, რადგან არ იყო იმ რაოდენობის ხალხი, რომელსაც სხვა მეთოდებით ვერ გავუმკლავდებოდით. [...] შევთანხმდით ასეთ მესიჯზე: საზოგადოებისთვის უნდა მიემართა პრემიერმინისტრს, დამაწყნარებელი მესიჯი და შემდეგ უნდა ეთქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სპეც-საშუალებების გამოყენებას. ამაზე შევთანხმდით. [...] მესიჯის ფორმირება მოხდა გახარიას მიერ, რომელიც უთხრა პრემიერმინისტრს - ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი სპეც-საშუალების გამოყენებას," — თქვა კომისიაზე ჭოლაძემ.
მისივე თქმით, ბახტაძე კომენტარი გაკეთა მედიასთან, შემდეგ კი გარეთ სროლა დაიწყო.
"ბახტაძემ თქვა — მე, როგორც პრემიერმინისტრი, გეუბნებით, რომ ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც გამოიყენებს ძალისმიერ მეთოდებს ჩვენივე მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ეს არ მოხდება. დამთავრდა ეს ამბავი, მოვტრიალდით უკან, იუველირული სიზუსტით მახსოვს, ცოტახანს შევჩერდით, რამდენიმე დეპუტატი იდგა. ქვემოდან ისმოდა ოპოზიციის წარმომადგენლების შეძახილები, [...] შევყოვნდი დერეფანში და როცა შევედი ზვიად ძიძიგურის ოთახში, სადაც მთავრობა იყო შეკრებილი, უკვე სროლა დაწყებული იყო. ანუ, მამუკა ბახტაძის განცხადების შემდეგ რამდენიმე წუთში, სანამ მივედი იმ ოთახამდე, სროლა იყო დაწყებული," — ამბობს ჭოლაძე (კომენტარებს ტაბულა ავრცელებს).
შეგახსენებთ, რომ ყოფილი შს და პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ერთხელ უკვე იმყოფებოდა ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე. 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გახარიას კომისიაზე 23 ივნისს მეორედ იბარებენ. უცნობია მივა თუა რა ის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
- გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაიბარეს
- რატომ მივიდა გახარია საგამოძიებო კომისიაზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა? — მთავარი 6-საათიანი სხდომიდან
- ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, გახარიამ არ გამორიცხა ის, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე შესაძლოა იყო "ივანიშვილის ჩარევა ანზორ ჩუბუნიძის ხელით"
- დიმიტრი ცქიტიშვილი: კომისიაში სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები