მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის საჩივარი არ დააკმაყოფილა

ფოტო: On.ge
Netgazeti-ს ინფორმაციით, მოსამართლე შოთა სირაძემ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. გამოცემის ცნობით, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს ქართველი და ფრანგი ექსპერტების დასკვნები, რითაც დასტურდება მზია ამაღლობელის ე.წ. სტიკერის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნები დასაშვებად ცნო, მაგრამ სხდომა მაინც ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა საქმის ზეპირ სხდომაზე განხილვის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს მზია ამაღლობელის უფლებრივ დარღვევებზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლოსთვის მიმართვა დადგენილ ვადაში იგეგმება.
ცნობისთვის, "სტიკერის საქმეზე" ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე ორჯერ გაასამართლეს - პირველად 2000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო მეორედ 1000 ლარით.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები