სუხიშვილების ანსამბლი თაკარას სცენაზე ბრუნდება. საქართველოს ბანკი ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.

წელს სუხიშვილების ანსამბლი 80 წლის იუბილეს ზეიმობს — კარგად ნაცნობი ტრადიციული რეპერტუარით, თუმცა, განახლებული ქორეოგრაფიული დადგმებით, ღია ცის ქვეშ მოწყობილი ექსპერიმენტული სივრცე მაყურებელს გამორჩეულ გამოცდილებას ჰპირდება.

თაკარას კონცერტები 1 ივლისიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ვებგვერდებზე: tkt.ge და biletebi.ge

20-22 ივნისს მხოლოდ SOLO ბარათის მფლობელებისთვის ამოქმედდება ბილეთების წინასწარი გაყიდვა. აღსანიშნავია, რომ SOLO ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე იმოქმედებს მუდმივი 10%-იანი ფასდაკლება.