გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს — მას ხელბორკილი პარტიის ოფისში დაადეს

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამას გარდა, მას 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია. ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად განაჩენის გამოცხადებას პარტიის ოფისში ელოდა. განაჩენის გამოცხადებიდან 1 საათში პარტიის ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოჩნდნენ და გიორგი ვაშაძეს ხელზე ბორკილები დაადეს.
ვაშაძეს ოცნების პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდნენ. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. გიორგი ვაშაძემ 50 00-ლარიანი გირაო დათქმულ დროში გადაიხადა. ამის მიუხედავად მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით, ხოლო კოალიცია "ლელო — ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-8 თვით პატიმრობა შეეფარდათ. ასევე, ამ კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ციხეში არიან კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები — ნიკა გვარამია და ნიკა მელია. გვარამიას საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ დღესვე გამოცხადდეს ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენიც.
- გიორგი ვაშაძე: უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება ეს არის პირდაპირ რუსული ინტერესებისა და დავალებების შესრულება
- გირაოს გადახდის მიუხედავად, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა გრძელდება
- გიორგი ვაშაძეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- გიორგი ვაშაძე: ვინ არის წულუკიანი ან მისი კომისია, რომ მე მიბარებს?! მეც ვიბარებ რუსთაველზე
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები