1970-იანი წლების დასაწყისში, როცა ახალგაზრდა არქიტექტორი რიკარდო ბოფილი ერთ დროს მიტოვებულ ცემენტის ქარხანას გადააწყდა სანტ ხუსტ დესვერნში — ბარსელონას გარეუბანში — ეს მისთვის ერთი ნახვით შეყვარების ისტორიად იქცა.

როცა ბოფილი ბარსელონას დასავლეთისკენ გაემართა, სანტ ხუსტ დესვერნის პეიზაჟი ბეტონის ბლოკებით, უზარმაზარი სილოსებითა და კვამლის მფრქვეველი მილებით იყო სავსე. ქარხანა იმ დროისთვის ჯერ კიდევ მოქმედებდა, თუმცა ვიზიტიდან სულ რაღაც ერთ თვეში მისი დემონტაჟი იწყებოდა. არქიტექტორისთვის ეს იდეალური შანსი იყო, ამ სივრცეში ჩაფიქრებული ხედვა რეალობას ექცია და ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ქარხნის მოვლით მისთვის მეორე სიცოცხლე ეჩუქებინა.

"პირველივე ვიზიტისას უცბად გავიფიქრე, რომ ეს საშინელება შეიძლებოდა სილამაზედ ქცეულიყო — ზუსტად ისე, როგორც ზოგჯერ იდიოტიზმი გენიალურობად გარდაიქმნება. თუ შეცვლი ხედვის კუთხეს, თითქოს კალეიდოსკოპში იყურები, სრულიად ახალი ესთეტიკურ სისტემების აღქმას იწყებ : ბრუტალიზმი — მასალის მკაცრი და ქანდაკებური დამუშავებით; სიურრეალიზმი — უსარგებლო და პარადოქსული ელემენტებით, როგორიცაა კიბეები, რომლებიც არსად მიდიან, ან დამტვრეული, განყენებული ფორმებით; აბსტრაქცია — ფორმებისა და ხაზების შიშველი არსებობით სივრცეში. გადავწყვიტე, დამეტოვებინა ეს ქარხანა, მემუშავა მის ნაკლებზე და მექცია იგი ხელოვნების ნამუშევრად — სადაც ჩემს სტუდიასაც დავაფუძნებდი."

ქარხნის სამრეწველო კომპლექსი თავდაპირველად მოიცავდა 30 მონუმენტურ სილოს, ოთხკილომეტრიან მიწისქვეშა გვირაბთა ქსელსა და სხვადასხვა დიდ ოთახს, რომლებიც დანადგარების განთავსებას ემსახურებოდა.

ნახეთ, როგორ იქცა ეს ოდესღაც ძველი სამრეწველო ობიექტი მწვანე, საცხოვრებელ და შთამაგონებელ სივრცედ:

ასე გამოიყურებოდა ქარხანა რენოვაციამდე, 1973 წელს

ასე გამოიყურებოდა ქარხანა რენოვაციამდე, 1973 წელს

ფოტო: Ricardo Bofill

ფოტო: Ricardo Bofill