ახალგაზრდულმა ორგანიზაცია "დაასრულემ" 23 ივნისს 19:00 საათზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წინ აქცია დააანონსა, რომლის მონაწილეებიც სამართალდამცავების მხრიდან ალან ყაყიტაშვილის წამების ფაქტს გააპროტესტებენ.

"ეს არ არის მხოლოდ ალანის საქმე. ეს ყველა ჩვენგანის ბრძოლაა უსაფრთხოებისა და სიმართლისთვის," — ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი, 6 ივნისს, რესტორანში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, მეგობართან ერთად დააკავეს. 7 ივნისს ის უგონო მდგომარეობაში გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.