კირ სტარმერი: ირანს მოვუწოდებთ, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას

ფოტო: EPA
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. მომხდარს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ეხმაურებიან.
გაერთიანებულ სამეფოს პრემიერმინისტრ კაირ სტარმერის განცხადებით, ირანი მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნეს.
"ირანის ბირთვული პროგრამა არის მომაკვდინებელი საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის. ირანმა არ უნდა განავითაროს ბირთვული იარაღი და აშშ-მ მიიღო ზომები, რომ ეს საფრთხე გაანეიტრალოს.
"სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში რჩება დაძაბული და სტაბილურობა ამ რეგიონში არის პრიორიტეტი. ჩვენ ირანს მოვუწოდებთ, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და მიაღწიოს დიპლომატიურ გამოსავალს ამ კრიზისის დასასრულებლად," — განაცხადა სტარმერი.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა 22 ივნისს ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე, ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, იერიში მიიტანა, რომლის შედეგადაც The Times of Israel-ის ცნობით, 86 ადამიანი დაშავდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, დაბომბვის შედეგად ირანის ბირთვულ ობიექტებზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.
- კაია კალასი: ირანს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განავითაროს ბირთვული იარაღი
- დონალდ ტრამპი ირანის დაბომბვაზე: კამპანია არ დამთავრებულა
- ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ "საშიში ომი" დაიწყო
- BBC: ირანმა ისრაელის ბენ-გურიონის აეროპორტი დაბომბა
- ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე რადიაციის დონე არ გაზრდილა
- აშშ-მა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა — რა კომენტარებს აკეთებენ ტრამპი და ნეთანიაჰუ
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები