HONOR 400 ჩვეულებრივი სმარტფონი არ გეგონოთ. ეს არის მოწყობილობა, რომელიც მაქსიმალურად უფრთხილდება თქვენს თვალებს, უზრუნველყოფს დეტალების მკაფიო ხილვადობას და გთავაზობთ ჭკვიან ფუნქციებს, რომლებიც ამარტივებს ცხოვრებას!

მზის ნათელ შუქზეც კი HONOR 400-ის ეკრანი, ასახავს სუფთა და მკვეთრ გამოსახულებას, ზრდის ეკრანის სიკაშკაშეს, ფერებისა და კონტრასტების გადაცემას. ამიტომ, ზღვის სანაპიროზე, თუ მზიან ქალაქში, თქვენ ადვილად დაინახავთ ნებისმიერ დეტალს, თანაც თვალების დაძაბვის გარეშე. და ამას HONOR 400 ახერხებს მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით, რომლებიც სმარტფონს ავტომატურად არგებს გარემოს.

თვალის კომფორტი უპირველეს ყოვლისა!


HONOR 400 ეკრანი სპეციალურად შექმნილია, დიმინგის ფუნქციით ციმციმის გარეშე (3840Hz, ჰერცი), დაწეულია მისი ლურჯი ნათებაც, რაც ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაშიც კი, ამცირებს თვალების დაღლილობას. ხოლო ღამის რეჟიმს ბუნებრივად გადაჰყავს ეკრანი თბილ ტონებში, რაც აუმჯობესებს ძილს.

ინოვაციური ხელოვნური ინტელექტი თქვენს სამსახურში

ხელოვნური ინტელექტი (AI) HONOR 400-ში მუშაობს მრავალი მიმართულებით, ესენია: ფერების ადაპტირება, ტექსტების სწრაფი თარგმანი 100-ზე მეტ ენაზე, ხმოვანი ჩანაწერების ავტომატური ტრანსკრიფცია და ტექსტის გენერირება. ასისტენტი Google Gemini კი თქვენს ცხოვრებას მეგაპოლისურად აჩქარებს და გიადვილებთ კომუნიკაციას.

ფოტო 1: Honor / ფოტო 2: Honor

მძლავრი, მსუბუქი და მოდური

HONOR 400 ადვილად დასაჭერია ხელში, მსუბუქი და კომფორტული — 7.3 მმ სისქისაა და 184 გრამს იწონის, ანუ იდეალურია ყოველდღიურობისთვის.

პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოება და კომფორტი

სმარტფონზე წვდომა სწრაფი და მოსახერხებელია — Magic Lock Screen პერსონალიზებულია და გთავაზობთ დინამიკურ ფონებს, რომლებიც ადაპტირდება თქვენს განწყობასა და ცხოვრების წესთან. გარდა ამისა, სენსორი ეფექტურად მუშაობს ნოტიო გარემოშიც, რაც ზრდის მისი ყოველდღიურად გამოყენების.

ფოტო 1: Honor / ფოტო 2: Honor

კამერა, თუნდაც ფოტოგრაფებისთვის

ეს მოდელი იდეალურია განსაკუთრებულად მათთვის, ვისაც მოგონებების ფოტოებად აღბეჭდვა უყვარს. HONOR 400 აღჭურვილია 200MP Ultra-Clear AI ძირითადი კამერით, რომელიც შთამბეჭდავ დეტალებს იჭერს ღამითაც კი, ხოლო 12MP ულტრა-ფართოკუთხიანი და 50MP პორტრეტის სელფის კამერები აძლევს მომხმარებელს სრულ შემოქმედებით თავისუფლებას. მოწინავე AI ფუნქციები HONOR 400-ს მობილური ფოტოგრაფიის ნამდვილ სტუდიად აქცევს — იდეალურია მათთვის, ვისაც სურს პროფესიონალური ხარისხის ფოტოები ნებისმიერ სიტუაციაში.

ფოტო 1: Honor / ფოტო 2: Honor

ამ სუპერ კომფორტული მოდელის შექმნელებმა არც კინემატოგრაფიის მოყვარულებს აწყენინეს. ტელეფონს აქვს ფილმის სიმულაციისა და ჰარკორტის პორტრეტის რეჟიმები, რომლებიც ფოტოსა და ვიდეოს ფილმის ეფექტს მატებს. ასე რომ, ერთი სმარტფონი საკმარისია იმისთვის, რომ კინოთეატრი ნებისმიერ ადგილას მოიწყო.

HONOR 400 — სმარტფონი, რომელიც ზრუნავს თქვენს კომფორტსა და სტილზე და ინოვაციას ყოველდღიურ ცხოვრებად აქცევს.