დონალდ ტრამპის თქმით, 12 ქვეყანას მათ მიერ ექსპორტირებული საქონლის გადასახადებთან დაკავშირებით წერილები გაეგზავნათ

ფოტო: Getty Images
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 12 ქვეყანას წერილები გადასცეს, სადაც განსაზღვრულია ტარიფების ოდენობა მათ მიერ აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქციისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა აპრილში 10%-იანი საბაზისო და დამატებითი ტარიფები დააანონსა, რომელთა ოდენობა ზოგ შემთხვევაში 50%-ს აღწევდა. მათი დაწესება, დროებით, 90 დღით, გადაიდო მოლაპარაკებებისთვის. ეს ვადა 9 ივლისს იწურება. ტრამპმა პარასკევს აღნიშნა, რომ ტარიფები შესაძლოა 70%-მდე გაიზარდოს და მათი უმეტესობა ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა.
თავდაპირველად ტრამპი და მისი მრჩევლები ტარიფებზე მრავალ ქვეყანასთან მოლაპარაკებას გეგმავდნენ, თუმცა მნიშვნელოვან პარტნიორებთან (როგორიცაა იაპონია და ევროკავშირი) წარუმატებლობების შემდეგ მან ცალმხრივი წერილებით მოქმედება არჩია. "წერილები უკეთესია... უფრო მარტივია," — განაცხადა ტრამპმა.
ამ დრომდე შეთანხმება მხოლოდ ბრიტანეთთან და ვიეტნამთან არის მიღწეული: ბრიტანეთს დარჩა 10%-იანი ტარიფი და უპირატესობები ავტოინდუსტრიასა და ავიამოწყობილობებზე, ვიეტნამმა კი მრავალი სახის საქონლის ტარიფი 46%-დან 20%-მდე შეამცირა და აშშ-ის პროდუქციის ნაწილის დაუბეგრავად დაშვებაზე დათანხმდა.
ინდოეთთან შეთანხმება ვერ შედგა, ხოლო ევროკავშირის დიპლომატებმა პარასკევს განაცხადეს, რომ მოლაპარაკებებში წინსვლა ვერ მიიღეს და შესაძლოა სტატუს კვოს გაგრძელება მოითხოვონ ტარიფების ზრდის თავიდან ასაცილებლად.
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები