პაატა მანჯგალაძე

5 Jul. 2025, 12:26

"როგორი კოჭლი და პრიმიტიულია სახელისუფლებო პროპაგანდა. საერთოდ როგორ ახსენებენ ეუთო-ს რეზოლუციას ან ამ საკითხზე რა სიუჟეტები და განცხადებები უნდა გააკეთონ მაშინ, როცა ფაქტი ერთია, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სირიას მოუწოდა, ცხინვალისა და აფხაზეთის საქართველოს ნაწილად აღიარება.

ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი ღია და პირდაპირი მხარდაჭერა. ქართულმა ოცნებამ კი ამას მხარი არ დაუჭირა. რატომ? — იმიტომ, რომ იმავე რეზოლუციაში ეწერა, რომ საქართველოში დემოკრატია და თავისუფალი არჩევნებია საჭირო.

ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს. ეუთო-ს რეზოლუციაზე ქართული ოცნების დამოკიდებულება აჩვენებს, როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი"

განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ. ის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელსაც "ქართული ოცნების" დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. უკრაინაში მებრძოლ ქართველ მებრძოლ გელა ერაძეს რუსეთში დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
  2. გორში 50-წლამდე ქალი ცივი იარაღით მოკლეს — ბრალდებული დაკავებულია
  3. ISSA: საქართველოს EU-ში გაწევრების მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 83% და NATO-ში გაწევრების მომხრეა 68%
  4. PACE-ის საქართველოს საკითხებზე მომხსენებლები პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ
  5. პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს "ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის" ბრალი წარუდგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

OSZAR »