ირანმა ისრაელში ბალისტიკური რაკეტა საავადმყოფოს ესროლა

ფოტო: Oded Balilty/Copyright 2025 The AP
BBC-ის ცნობით, ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ბეერშევას საავადმყოფოს რაკეტა მოხვდა და შენობა დაზიანდა.
ირანი აცხადებს, რომ მიზანი საავადმყოფოს მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტი იყო.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თეირანი "გადაიხდის ფასს".
"ამ დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერშევას სოროკას საავადმყოფოზე და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ჩვენ სრულად გადავახდევინებთ თეირანის ტირანებს ამ თავდასხმის ფასს",— დაწერა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკუთარ სოციალურ ქსელში.
პარალელურად, ისრაელის ძალები იუწყებიან, რომ მათ ირანის ბირთვულ ობიექტებს შეუტიეს, მათ შორის არის არაკის მძიმე წყლის რეაქტორი და ნატანზის ურანის გამდიდრების ქარხანა.
ირანმა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში (IAEA) საჩივარი შეიტანა.
ასევე, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა ირანზე თავდასხმის გეგმა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია — ამის შესახებ CBS იუწყება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები