დღეს PACE-ში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დღეს, 26 ივნისს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. ამის შესახებ PACE-ის ვებგვერდზეა ინფორმაცია განთავსებული.
დებატებს ასეთი სახელწოდება აქვს: "მოწოდება საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნის მსხვერპლი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ".
მიმდინარე წლის 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით ახალი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. ასამბლეამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღადგინოს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები.
ასამბლეის წინა რეზოლუციაში, რომელიც 29 იანვრით თარიღდება, ევროპარლამენტარები ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, დაენიშნათ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინათ.
რეზოლუციის მიღებიდან მალევე, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოცნების გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები