მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

თავად გივი თარგამაძე სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.

გივი თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. ამ ფაქტზე მას ბრალი წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. პოლიტიკოსმა გირაო დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.