მიხეილ ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძეს ღირსები ორდენი გადასცა

დღეს, ოცნების ხელისუფლების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ღირსების ორდენით დააჯილდოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ამას გარდა, "ღირსების მედალი" გადასცა უწყების 4 თანამშრომელს და მედალი "მხედრული მამაცობისთვის" — უწყების 5 თანამშრომელს.
"ღონისძიებაზე, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დავაჯილდოვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. სახელმწიფოს ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო — "ღირსების მედალი“ უწყების 4 თანამშრომელს, ხოლო მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო — მედალი "მხედრული მამაცობისთვის" უწყების 5 თანამშრომელს გადავეცი", — ნათქვამია ოცნების ხელისუფლების მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები