ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ ისრაელის აგრესია შეწყდება, ირანი საპასუხო დარტყმებს შეაჩერებს

თუ ისრაელის აგრესია შეწყდება, ირანი საპასუხო დარტყმებს შეაჩერებს, — Al-Arabiya-ს ცნობით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, ირანს არ სურს, რომ ისრაელთან კონფლიქტი მეზობელ ქვეყნებზე გავრცელდეს, თუ სიტუაცია არ აიძულებთ. მანვე დასძინა, რომ ისრაელზე თავდასხმები შეწყდება მას შემდეგ, რაც ისრაელი შეწყვეტს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას.
"ჩვენ თავს ვიცავთ; ჩვენი თავდაცვა სრულიად ლეგიტიმურია", — თქვა არაღჩიმ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე და დასძინა, რომ "თავდაცვა ჩვენი პასუხია აგრესიაზე. თუ ისრაელის აგრესია შეწყდება, ბუნებრივია, ჩვენი საპასუხო დარტყმებიც შეწყდება".
არაღჩიმ ასევე თქვა, რომ თეირანს აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ამტკიცებს, რომ აშშ-ის ძალები მხარს უჭერენ ისრაელის მიერ ამ კვირაში მის წინააღმდეგ წამოწყებულ ინტენსიურ დაბომბვის კამპანიას.
"ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამერიკული ძალები და ამერიკული ბაზები რეგიონში მხარს უჭერენ სიონისტური რეჟიმის სამხედრო ძალების თავდასხმებს", — თქვა არაღჩიმ.
13 ივნისის ღამეს ისრაელმა დაიწყო ოპერაცია "ლომის აღზევება" და ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაესხა თავს. თავდასხმები მიზნად ისახავდა ბირთვული იარაღის განვითარებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას, ასევე მაღალი რანგის სამხედრო პერსონალს.
იმავე საღამოს, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გამოაცხადა ოპერაცია "ჭეშმარიტი დაპირება 3"-ის დაწყების შესახებ და ისრაელზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. თეირანმა ისრაელის სამხედრო ინფრასტრუქტურის, მათ შორის საჰაერო ბაზებისა და სხვა სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დარტყმების განხორციელება დაჰპირდა.
მეტი ისრაელ-ირანის დაპირისპირების შესახებ:
- BBC: კვირას ღამით ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
- სომხეთმა ისრაელის ირანზე თავდასხმა დაგმო, აზერბაიჯანმა კი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა
- ისრაელმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შენობასა და თეირანში ნავთობის მთავარ საწყობს შეუტია
- დონალდ ტრამპი: თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება, ამერიკის შეიარაღებული ძალების სრული ძალა დაატყდებათ თავს
- ისრაელის პრეზიდენტი: ძალიან სევდიანი და რთული დილაა
- ისრაელში რეზერვისტები ქვეყნის მასშტაბით განლაგდნენ
- რომის პაპმა ირანსა და ისრაელს "გონიერების გამოჩენისკენ" მოუწოდა
- საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- ირანის სარაკეტო შეტევებს ისრაელში 3 ადამიანი ემსხვერპლა
- ემანუელ მაკრონი: "საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას — უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება"
- შექმნა თუ არა რადიაციული საფრთხე ირანზე იერიშმა? — რა ვიცით ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე
- ირანი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას სთხოვს
- ისრაელმა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები