დონალდ ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტას კონფლიქტის "ნამდვილი დასასრული" სჯობს

CNN-ის ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტში მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა საკმარისი არ არის — საჭიროა "ნამდვილი დასასრული".
"დასასრული. ნამდვილი დასასრული, არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა. დასასრული. ან სრულად დანებება — ეგეც მისაღებია", — განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, მომდევნო 48 საათში უფრო გამოჩნდება, გაამწვავებს თუ არა ისრაელი იერიშებს ირანზე: "ჯერ არავინ შენელებულა".
სამშაბათს ტრამპი ეროვნულ უსაფრთხოების ჯგუფს შეხვდება Situation Room-ში.
კითხვაზე, გაანადგურებს თუ არა აშშ-ის ჩარევა ირანის ბირთვულ პროგრამას, ტრამპმა უპასუხა: "იმედია, მათი პროგრამა მანამდე განადგურდება. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი".
თეირანის ევაკუაციის შესახებ მოწოდება, ტრამპის თქმით, კონკრეტულ მუქარას არ უკავშირდებოდა, არამედ უბრალოდ უსაფრთხოებაზე ზრუნვას: "მინდა ხალხი უსაფრთხოდ იყოს".
აშშ-ის სამხედროებზე ან ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაზე ტრამპმა თქვა: "ისინი არ უნდა შეეხონ ჩვენს ჯარს. თუ შეეხებიან, ისე ძლიერად დავსჯით, რომ… ვფიქრობ, ეს იციან".
ამასთან, პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ირანში მოლაპარაკებაზე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსი და სტივ უიტკოფი გაგზავნოს: "შეიძლება, გააჩნია რას ვიხილავ, როცა დავბრუნდები".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები