ისრაელმა 4 დღის დანიშნული ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის ლიკვიდაცია მოახდინა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანის უფროსი გენერალი ალი შადმანი, რომელიც 4 დღის დანიშნული იყო პოსტზე, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია — ამის შესახებ The time of Israel გვატყობინებს.
ალი შადმანი, ხელმძღვანელობდა "ხათამ ალ-ანბია"-ს ცენტრალურ შტაბს — რომელიც ირანის სამხედრო საგანგებო მართვის ცენტრად ითვლება.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, შადმანი ირანის ფაქტობრივი უმაღლესი სამხედრო მეთაური იყო — "ომის გენშტაბის უფროსი", და ირანის სულიერ ლიდერთან, ალი ხამენეისთან, ყველაზე დაახლოებულ სამხედრო ფიგურად ითვლებოდა.
"ის ერთდროულად ხელმძღვანელობდა როგორც რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, ასევე ირანის შეიარაღებულ ძალებს," — ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.
სამხედროების ცნობით, შადმანის ხელმძღვანელობის დროს "ხათამ ალ-ანბია"-ს შტაბი პასუხისმგებელი იყო საბრძოლო ოპერაციების მართვაზე და ირანის თავდასხმითი გეგმის დამტკიცებაზე.
"სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობისას, მას პირდაპირი გავლენა ჰქონდა იმ შეტევითი გეგმებზე, რომლებსაც ირანი ისრაელზე ახორციელებდა," — ვკითხულობთ განცხადებაში.
შადმანის წინამორბედი გენერალი, გენერალი ხატამ-ალ ანბიასიც 4 დღის წინ, ისრაელი საჰაერო შეტევის დროს გარდაიცვალა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები