"ნებისმიერი ორგანოს შექმნა კანონით და გაუქმება შეიძლება" — თენგიზ შარმანაშვილი უსაფრთხოების საბჭოს გაუქმებაზე

"ნებისმიერი ორგანოს შექმნა კანონით და გაუქმება შეიძლება, ის რაც არ არის კონსტიტუციური ორგანო" — ამის შესახებ ოცნების პარლამენტის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
"ბევრ სახელმწიფოს დაგისახელებთ უშიშროების საბჭო, რომ არ აქვთ. ამიტომ უნდა დავხუროთ ახლა ეს სახელმწიფოები?! მე ისევ გეუბნებით — ნებისმიერი ორგანოს შექმნა კანონით და გაუქმება შეიძლება, ის რაც არ არის კონსტიტუციური ორგანო. კონსტიტუციურ ორგანოებს ვერ შევეხებით, იმიტომ რომ ეს არის უკვე ხერხემალი სახელმწიფოსი. დანარჩენი რაც იმ კონკრეტულ სიტუაციაში ქვეყნის მართვას წაადგება, ისე უნდა მოვიქცეთ. მე რაც თქვენ თქვით, ამის თაობაზე ჯერ არ მსმენია, თუ გავიგონებ ასეთ რაღაცას, აუცილებლად ვკითხავ არგუმენტებს. თუ მომეწონება მხარს დავუჭერ ამ არგუმენტებს, თუ არ მომეწონება, ვერავინ ვერ დამასწრებს თქვენთან ამის თაობაზე ინტერვიუს მოცემას" — თქვა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინიციირებული ცვლილების თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ლი სექტემბრიდან გაუქმდება და "მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს".
ასევე იხილეთ:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები