ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ აშშ ადასტურებს სურვილს რუსეთთან კონსტრუქციული ჩართულობის, რათა დამყარდეს მდგრადი მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის.

"ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა მივულოცო რუს ხალხს რუსეთის დღე. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგულია რუსი ხალხის მხარდაჭერისა, რადგან ისინი აგრძელებენ თავიანთი მისწრაფებების განხორციელებას ნათელი მომავლისკენ. ჩვენ ასევე ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებული შტატების სურვილი კონსტრუქციული თანამშრომლობისა რუსეთის ფედერაციასთან, რათა მიღწეულ იქნას რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებს" - რუბიოს განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.