სერგეი გავრილოვი ირაკლი კობახიძეს ერეკლე გეწაძის პერფორმანსის დაგმობას უწონებს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ოცნების პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ერეკლე გეწაძის პერფორმანსის კრიტიკას უწონებს.
"ირაკლი კობახიძემ სამართლიანად დაგმო ქართველი მომღერლის მიერ რუსეთის დროშის შეურაცხყოფა, ეს საქციელი ბანალური უხეშობაა", — როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განუცხადა.
"მომღერალ ერეკლე გეწაძის მიერ თბილისში დროშასთან ერთად სცენაზე გამოსვლა არ ჰგავს გამბედაობის აქტს, არამედ ბანალურ უხეშობაა, რომელიც შეფუთულია ნათელ ეპატაჟურობაში. ირაკლი კობახიძე სწორად მოიქცა, როდესაც ინციდენტი დაგმო", — თქვა გავრილოვმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთსა და საქართველოს აკავშირებს "საუკუნოვანი საერთო ისტორია, ნათესაობა, ენა, ტრადიციები" და მისი თქმით, მომღერლის საქციელს „"არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ქართულ ღირებულებებთან". "ქართული კულტურა ამას არ გულისხმობს. ეს არის მაგიდა, სადაც მოიძებნება ადგილი როგორც ძველი მეგობრისთვის, ასევე იმ ადამიანისთვის, ვისთანაც ჩხუბი გქონდა. ეს არის სადღეგრძელოზე, რომელშიც ჯერ უსმენენ და შემდეგ ლაპარაკობენ. პატივისცემაზე, რომელსაც შოუ ვერ შეცვლის", — თქვა გავრილოვმა.
რუსული მედიასთან გავრილოვი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ასეთი "უნიჭო თვითრეკლამის" გარჩევა რეალური პოლიტიკური უთანხმოებისგან. მისი თქმით, დროშის შეურაცხყოფა არც მოსაზრებაა და არც პოზიცია — "ეს ჩიხია". "საქმე არ ეხება გამოხატვის თავისუფლებას — საქმე ეხება ინტელექტის სრულ ნაკლებობას, პირდაპირ და სულელურ შეურაცხყოფას", — განაცხადა გავრილოვმა.
შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ Tbilisi Open Air-ზე რუსეთის დროშის გამოყენებით პერფორმანსი წარმოადგინა, რასაც ტელეგრამ-არხზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა. მან დაწერა, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებაზე სათანადო რეაგირებას მოახდენენ.
ამის შემდეგ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, საგამოძიებო კომიტეტს ქართველი მუსიკოსის, ერეკლე გეწაძის პერფორმანსის გამოძიება დაავალა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისში დიდი პროტესტი მოჰყვა საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენასა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომას. პარლამენტთან ათასობით ადამიანმა შეიკრიბა. პოლიციამ და სპეცრაზმმა ძალადობრივი გზით დაშალა მომიტინგეები. საპროტესტო აქციების დარბევის დროს ორმა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
კომენტარები