დავით ჯინჭარაძე: ბრიტანეთში საქართველოს საელჩომ ყველა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი ჩახსნა საინვესტიციო ფორუმის სტუმართა სიიდან

მოძრაობა თავისუფლების მოედნის წევრის, დავით ჯინჭარაძის ინფორმაციით, "არაღიარებული მთავრობა ლონდონის საფონდო ბირჟასთან ერთად ლონდონში საინვესტიციო ფორუმს მართავს" და სურთ დააჯერონ ბრიტანელებს, რომ საქართველოში სანდო საინვესტიციო გარემოა.
მისი თქმით, ის და რამდენიმე ადამიანი დარეგისტრირდა ამ ფორუმზე მოსახვედრად, რომ დავითაშვილისთვის კრიტიკული კითხვები დაესვათ, მაგრამ "დამსწრეთა სიას დღეს გადახედა საქართველოს არალეგიტიმურმა საელჩომ ბრიტანეთში და ყველა მათთვის ცნობილი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი ჩახსნა სტუმართა სიიდან".
"მნიშვნელოვანი განცხადება — არაღიარებული მთავრობა ლონდონის საფონდო ბირჟასთან ერთად ლონდონში საინვესტიციო ფორუმს მართავს. უნდათ, დააჯერონ ბრიტანელებს, რომ საქართველოში სანდო საინვესტიციო გარემოა.
ფორუმს ესწრებიან ქართული ოცნების მთავრობის წევრი მინისტრები, მათ შორის ლევან დავითაშვილი. უცხოელებიდან მხოლოდ საფონდო ბირჟის ერთი წარმომადგენელი და EBRD-ის ყოფილი წარმომადგენელი, პენსიაზე მყოფი კაცი, დაითანხმეს.
რამდენიმე ადამიანი დავრეგისტრირდით და ვაპირებდით კითხვების დასმას დავითაშვილისთვის — როგორ აპირებს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. როგორ აპირებს დალაგებას ბრიტანეთთან, თუ ამის წინ ამერიკაში იყო და ვერ დალაგდა ტრამპის ადმინისტრაციასთან, და რაც მთავარია — როგორ უნდა მოიზიდოს ინვესტიციები ქვეყანაში, სადაც ბიზნესმენებს პოლიტიკური ნიშნით იჭერენ ან ქვეყნიდან გაქცევას აიძულებენ?
დამსწრეთა სიას დღეს გადახედა საქართველოს არალეგიტიმურმა საელჩომ ბრიტანეთში და ყველა მათთვის ცნობილი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი ჩახსნა სტუმართა სიიდან. მოგვივიდა წერილი, სადაც რეგისტრაციის ჩახსნის მიზეზად მითითებულია დამსწრეთა დიდი რაოდენობა — თითქოს რიგებში დგებიან ბრიტანელი ინვესტორები საქართველოში ფულის დასაბანდებლად.
რა თქმა უნდა, საელჩოს ამ ბინძური სვლის მიუხედავად, გვექნება პრინციპული პროტესტი გარეთ. ყველას მოვუყვებით, რეალურად რა გარემოა საქართველოში. არალეგიტიმურმა საელჩომ უნდა იცოდეს, რომ მალე დამთავრდება მათი ლონდონში თარეში საქართველოს მოქალაქეების გადასახადების ხარჯზე. ისინი არ წარმოადგენენ არავის, ივანიშვილის გარდა და არ აქვთ არანაირი დიპლომატიური წონა ლონდონში.
მოვუწოდებ იმ ქართველ ბიზნესმენებს, ვინც ამ ფორუმს ესწრებიან, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. შესაძლოა, ყველა ბიზნესმენი არ იყოს ქართული ოცნების მხარდამჭერი — მაგრამ ამის დასაფიქსირებლად მკაფიო პოზიცია და ნაბიჯებია საჭირო.
ფორუმზე სიტყვით გამოვლენ შემდეგი ქართველი ბიზნესმენები:
გიორგი ჩიქოვანი, დირექტორი — Georgian Oil & Gas Corporation
გიორგი მეგრელიშვილი — Chief Financial Officer – TBC Bank
არჩილ გაჩეჩილაძე — CEO of Lion Finance Group and Bank of Georgia
ზაზა ბაკურაძე — დირექტორის მოადგილე, LLC Peri
სამსონ ფხაკაძე — პრეზიდენტი, JSC Wissol Petroleum Georgia
ნიკოლოზ ხიდურელი — Group CFO, LLC Tegeta Motors", — წერს დავით ჯინჭარაძე.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები