2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კულმინაციას უახლოვდება. წლევანდელი ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 17 მაისს გაიმართება. კონკურსის ორმა ნახევარფინალმა, რომლებიც 13 და 15 მაისს ჩატარდა, უკვე გამოავლინა ყველა ფინალისტის ვინაობა.

პირველი ნახევარფინალიდან ფინალის საგზური ამ ათმა ქვეყანამ მოიპოვა:

  • ნორვეგია
  • ალბანეთი
  • შვედეთი
  • ისლანდია
  • ნიდერლანდები
  • პოლონეთი
  • სან-მარინო
  • ესტონეთი
  • პორტუგალია
  • უკრაინა

მეორე ნახევარფინალის მონაწილეებიდან კი შემდეგი ქვეყნები გადავიდნენ ფინალში:

  • ლიეტუვა
  • ისრაელი
  • სომხეთი
  • დანია
  • ავსტრია
  • ლუქსემბურგი
  • ფინეთი
  • ლატვია
  • მალტა
  • საბერძნეთი

ამ 20 ქვეყნის გარდა, ფინალში ასევე ვიხილავთ ეგრეთ წოდებულ დიდ ხუთეულს (ქვეყნები, რომლებსაც ევროვიზიის ორგანიზებაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ და ყოველ წელს კონკურსის გარეშე ხვდებიან ფინალში: გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი) და გასული წლის გამარჯვებულ შვეიცარიას.

საქართველოს გარდა, ევროფესტივალს ნახევარფინალური ტურებიდან გამოეთიშნენ ავსტრალია, აზერბაიჯანი, ბელგია, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, ირლანდია, მონტენეგრო, სერბეთი და სლოვენია.

საბოლოო ჯამში კი, წლევანდელი ევროვიზიის ფინალის ლაინაფი ასე გამოიყურება:

ფოტო: EBU

ცნობისთვის, ევროვიზიის ფინალისტების, ანუ ნახევარფინალების საუკეთესო ათეულების გამოვლენაში მარტო ტელემაყურებელი მონაწილეობს: ჟიური ხმას მხოლოდ ფინალში აძლევს (ტელემაყურებლისა და ჟიურის შეფასებების პროპორციაა 50/50). ხოლო თუ რომელ ადგილზე გავიდა საქართველო მეორე ნახევარფინალში, ამას მხოლოდ 18 მაისს, კონკურსის დასრულების შემდეგ შევიტყობთ.

თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...