უკრაინამ აშშ-თან "იშვიათი მინერალების შეთანხმებას" შესაძლოა დღეს, 30 აპრილს მოაწეროს ხელი — ამის შესახებ Bloomberg გვატყობინებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ვაშინგტონში მიემგზავრება.

გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალიც ადასტურებს.

შეთანხმება მოიცავს:

  • აშშ და უკრაინა ერთობლივად გაზრდიან ინვესტირებას წიაღისეულის მოპოვებაში, ენერგეტიკასა და შესაბამის ტექნოლოგიებში.
  • აშშ ასევე იზიარებს უკრაინის მოთხოვნებს, რომ შეთანხმებამ სამომავლოდ ხელი არ შეუშალოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
  • შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ნულოვანი ტარიფების დაწესებას აშშ-ს უკრაინას შორის — ხოლო ამერიკული მხარე იღებს ვალდებულებას, მოიზიდოს სხვა პარტნიორები.
  • აშშ თანხმდება, რომ შეთანხმების შედეგად შექმნილ ფონდში კონტრიბუციად არ ჩაითვალოს აშშ-ს მიერ ომის დაწყებიდან უკრაინისთვის გამოყოფილი მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება.

შმიგალმა Telegram-ზე განაცხადა, რომ აშშ-ს ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მინერალებზე შეთანხმება განიხილეს და ამ მხრივ "კარგი პროგრესი" იყო.

ასევე, შმიგალის განცხადებით, აშშ-მ და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ დოკუმენტში არ შევა უკრაინისთვის გაწეული იმ დახმარების ანაზღაურების საკითხი, რომელიც აშშ-მ ქვეყანას შეთანხმების დადებამდე მიაწოდა.