გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავიდან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

ფოტო: "პუბლიკა"
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს — ამის შესახებ ტვ პირველთან საუბრისას ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი ამბობს.
მისი თქმით, გლდანის ციხეში ბრალდებულის პირობები "ფაქტობრივად უცვლელია". როგორც ბაჩიაშვილს აუხსნეს, მისი გადაყვანის მიზეზი ლოჯისტიკასთან იყო დაკავშირებული.
"მე და ჩემი კოლეგა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ვიმყოფებოდით, სადაც [გიორგი ბაჩიაშვილი] ბოლოს დავტოვეთ. იქ გვითხრეს, რომ გლდანშია გადაყვანილი. გლდანის მე-8 პენიტენციურში მისი საპატიმრო პირობები ფაქტობრივად უცვლელია. როგორც მას განუმარტეს მისი გადაყვანის მიზეზი ლოჯისტიკასთან იყო დაკავშირებული — მოგეხსენებათ, რომ ის ამავდროულად არის ბრალდებული და მან პროცესებზე მონაწილეობა უნდა მიიღოს," — განაცხადა ადვოკატმა ტვ პირველთან საუბრისას.
კითხვაზე ემუქრება თუ არა ბაჩიაშვილის უსაფრთხოებას საფრთხე გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში, ადვოკატმა განაცხადა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია მსგავსი რამ და "მისი უსაფრთხოების საკითხი ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს".
შეგახსენებთ, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები მისი "გატაცების" საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები მისი "გატაცების" საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ
ინტერპრესნიუსის ცნობით, ამ მოთხოვნით ადვოკატები გენერალურ პროკურატურას დღეს, ელექტრონული წესით მიმართავენ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვადედამიწის ენერგიული დისბალანსი მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება — კვლევა დედამიწის ენერგიული დისბალანსი მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება — კვლევა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები