ფრანკენშტაინი — ნახეთ ჯეიკობ ელორდი გილერმო დელ ტოროს ახალ ფილმში (ტრეილერი)

ფოტო: Netflix
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ურჩხული მალე ისევ გაცოცხლდება კინოეკრანებზე!
გოტიკური ამბების შეუდარებელმა მთხრობელმა გილერმო დელ ტორომ ფრანკენშტაინის ახალი ეკრანიზაცია გადაიღო. მერი შელის რომანის მორიგ კინოადაპტაციაში მთავარ როლებს ოსკარ აიზეკი, მია გოთი და ჯეიკობ ელორდი ასახიერებენ. ეს უკანასკნელი, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ურჩხულის როლში გვევლინება.
ფილმის ტრეილერი ცოტა ხნის წინ გავრცელდა. 2-წუთიანი ვიდეოც საკმარისია, რომ ის ძრწოლვისმომგვრელი ატმოსფერო შევიგრძნოთ, რომელიც დელ ტოროს ფილმებს გამოარჩევს.
გილერმო დელ ტორომ, ლეგენდარულმა მექსიკელმა რეჟისორმა, კანის კინოფესტივალზე თავისი უახლესი ფილმის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ფრანკენშტაინის მონსტრის ახალი ეკრანული ვერსია მის წინამორბედებზე უფრო მგრძნობიარეა.
"იმ დღეს მკითხეს, მართლა საშიში სცენებია ფილმშიო?", — ჰყვება დელ ტორო, — "ამაზე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემთვის ეს უფრო ემოციური ამბავია. ეს ისტორია ისეთივე პირადულია, როგორც სხვა ყველა. ვეხები მამობის, შვილობის საკითხებს. საშინელებათა ფილმის გადაღებას არასდროს არ ვცდილობ".
ფრანკენშტაინი ინგლისელი მწერლის, მერი შელის, 1818 წელს გამოქვეყნებული გოტიკური რომანია, რომელიც, ამავდროულად, სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად მიიჩნევა. ამბავი ამბიციურ ახალგაზრდა მეცნიერ ვიქტორ ფრანკენშტაინზეა, რომელიც ექსპერიმენტის შედეგად ურჩხულს შექმნის.
შელის რომანი ეპოქალურ ნაწარმოებად იქცა, მისი შექმნილი ურჩხულით კი პოპკულტურა დღემდეა შეპყრობილი. ფრანკენშტაინის შთაგონებით უთვალავი ფილმი, სერიალი, სპექტაკლი, კომიქსი, თამაში და სიმღერა შექმნილა.
რაც შეეხება ახალ ეკრანიზაციას, დელ ტოროს ფილმს ნოემბერში ვიხილავთ.
ასევე იხილეთ:
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები