ტილდა სუინტონის "მემკვიდრე" ცნობილია — ვინ ითამაშებს კუდიანს ნარნიის ახალ ფილმში?

ფოტო: Disney
ამ როლზე, არც მეტი, არც ნაკლები, Charli XCX განიხილებოდა. თუმცა, ბრიტანელ პოპვარსკვლავს ჯადოქრის როლი ნარნიის ქრონიკების ახალ ეკრანიზაციაში საბოლოოდ არ ერგო.
კლაივ ს. ლუისის ფენტეზი საგის ახალ კინოადაპტაციაში, რომელსაც ნეტფლიქსისთვის ოსკარის ნომინანტი გრეტა გერვიგი იღებს, თეთრ კუდიან ჯადისს ემა მეკი განასახიერებს. მეკი ინგლისელ-ფრანგი მსახიობია, რომელიც მაყურებელმა ნეტფლიქსის სერიალ Sex Education-იდან გაიცნო. მან ასევე ითამაშა აგათა კრისტის რომანის 2022 წლის ეკრანიზაციაში სიკვდილი ნილოსზე და მთავარი როლი შეასრულა ემილი ბრონტეზე გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში ემილი (2022).

რეჟისორი გრეტა გერვიგი და მსახიობი ემა მეკი
ფოტო: Marleen Moise / Getty Images
ნარნიის სამყაროში კი მეკის წინამორბედი ტილდა სუინტონია, რომელმაც თეთრი კუდიანი ნაწარმოების 2005 წლის ეკრანიზაციაში შეასრულა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
კლასიკად ქცეული ფენტეზი საგის ახალ ეკრანიზაციას ნეტფლიქსზე მომავალი წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ, მაგრამ პროექტის შესახებ ამ დროისთვის მაინცდამაინც ბევრი რამ არაა ცნობილი. არც ის არ ვიცით, ვინ ითამაშებს ფილმში, რომელსაც, სავარაუდოდ, ჯადოქრის დისწული ერქმევა და ნარნიის ქრონიკების პირველ წიგნს დაეფუძნება. თუმცა, ვიცით, რომ ლომი ასლანის როლზე თვით მერილ სტრიპი განიხილება.

ჯეიმს მაკევოის პერსონაჟი, ფავნი ბატონი თამნასი, ფილმიდან ნარნიის ქრონიკები: ლომი, კუდიანი და გარდერობი (2005)
ფოტო: Walt Disney Pictures
ჯერ კიდევ 2018 წელს გახდა ცნობილი, რომ ნეტფლიქსი კლაივ ს. ლუისის შვიდწიგნეულის მიხედვით სერიალსა და ფილმს გადაიღებდა. მოგვიანებით, 2023 წელს, ისიც გაირკვა, რომ ნარნიის ქრონიკების ორ ფილმზე გრეტა გერვიგი იმუშავებდა. ამ დროისთვის კი მხოლოდ ის ვიცით, რომ პირველი ფილმი კინოთეატრებში 2026 წლის ნოემბერში გამოვა, დეკემბრისთვის კი ის უკვე ნეტფლიქსის პლატფორმაზეც იქნება ხელმისაწვდომი.
წლების წინ, ნარნიის ქრონიკების მიხედვით დისნეიმაც გადაიღო სამი ფილმი: ლომი, კუდიანი და გარდერობი (2005), პრინცი კასპიანი (2008) და განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა (2010). სამივე ფილმმა ჯამში $1,5 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები